Accessibility links

ამერიკელი გენერალი ვარაუდობს, რომ თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი (მარჯვნივ) და ჯონ ნიკოლსონი, აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში

აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ ნიკოლსონი არ გამორიცხავს, რომ თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ. ასეთი ვარაუდი მაღალი რანგის ამერიკელმა გენერალმა გამოთქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთან შეხვედრის შემდეგ, 24 აპრილს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნიკოლსონის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ჩართულობა ავღანეთის ომში გულისხმობდეს ასევე თალიბანის იარაღით მომარაგებას. ამასთან, ამერიკელმა სარდალმა თავი აარიდა დეტალებზე საუბარს. გენერალმა ნიკოლსონმა „ძალიან შესაძლებელი“ უწოდა პაკისტანში ბაზირებული ჰაყანის ექსტრემისტული ქსელის მონაწილეობას, 21 აპრილს მაზარ-ი-შარიფში მდებარე ავღანეთის არმიის ბაზაზე მომხდარ შეტაკებაში, რასაც სულ ცოტა 140 ავღანელი სამხედრო პირის სიცოცხლე შეეწირა. ამ თავდასხმის შემდეგ გადადგნენ ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და არმიის შტაბის უფროსი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი 24 აპრილს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, თალიბებისა და სხვა ექსტრემისტების წინააღმდეგ ომში არსებული საჭიროებების დასადგენად. მატისი არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი წევრი, რომელიც ავღანეთს ეწვია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG