Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი
21 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. მან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ბოლო ორი დღეა კიევის ცენტრში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. დემონსტრანტებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმებს შორის მომხდარი შეტაკებისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. კიევის ცენტრში სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოედანზე ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა წინააღმდეგობა გაეწია ახალი კანონისთვის, რომელიც ზღუდავს პროტესტის გამოხატვის თავისუფლებას.
please wait

No media source currently available

0:00 0:20:27 0:00
გადმოწერა
  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG