Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მშვიდი გარემო, კონკრეტული დარღვევებით


კახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი დაკვირვების საფუძველზე ამბობენ, რომ რეგიონში წინასაარჩევნო გარემო, ზოგადად, მშვიდია, თუმცა მათ შუალედურ ანგირიშებში კონკრეტული ფაქტები შევიდა, რომლებიც კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო შტაბების დარბევა, არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიაში და ამომრჩევლის დაშინება.

მშვიდი გარემო, კონკრეტული დარღვევებით
please wait

No media source currently available

0:00 0:03:26 0:00
გადმოწერა

დედოფლისწყაროში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისის დარბევის ამბავი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშშია ასახული. მათ შორის არის ა/ო „საერთაშორისო გამოჭვირვალობა - საქართველო“. ამ ორგანიზაციის თელავის ოფისის კოორდინატორის, ზურაბ მირზიკაშვილის, თქმით, „კონკრეტული ფაქტების შესახებ მასალები დროულად გასაჯაროვდა, მაგრამ სამართალდამცავების მხრიდან რეაგირებამ დაიგვიანა“.

კახეთში წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“8 გრძელვადიანი დამკვირვებელიც. რეგიონში ამ ორგანიზაციის ხელმძღავნელია ნანა დევიძე, რომელიც ამბობს, რომ, „ოფისების დარბევის გარდა, მათ შუალედურ ანგარიშში მოხვდა პოლიტიკური პარტიებისთვის დაქირავებული ფასადების შეღებვისა და საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტებიც“ - მაგალითად, სოფელ შილდაში.

საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილიც ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო გარემო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მშვიდია,თუმცა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შუალედურ ანაგარიშებშიც მოხვდა ისეთი ფაქტები, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს. კონკრეტულ ფაქტებზე საიამ საჩივრებიც დაწერა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისაარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას როგორც წინა პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგაც, საბოლოო ოქმის გამოქვეყნებამდე აპირებენ. თავის მხრივ, ერთგვარ წინასაარჩევნო მონიტორინგს ატარებს კახეთის რეგიონალური მედიაც. ტელეკომპანია „ გურჯაანსა“ და „თანამგზავრში“ წინასაარჩევნო დებატები მზადდება. ორივე მაუწყებელში გვითხრეს, რომ ყველა კვალიფიციურ სუბიექტს მისცეს საშუალება ამომრჩევლისთვის საკუთარი პროგრამა წარედგინა და მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG