Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში აღინიშნა სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის 101-ე წლისთავი


სერჟ სარქისიანი, ჯორჯ კლუნი და შარლ აზნავური ერევანში
სერჟ სარქისიანი, ჯორჯ კლუნი და შარლ აზნავური ერევანში

ერევანში გამართულ მსვლელობაზე სომხეთის ათასობით მოქალაქეს გაუძღვა ჰოლივუდის ვარსკვლავი და უფლებადამცველი ჯორჯ კლუნი, რათა აღენიშნათ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის 101-ე წლისთავი.

კლუნი გამოდის მოწოდებით ხოცვა-ჟლეტა საერთაშორისოდ იქნეს აღიარებული გენოციდად. მან სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან ერთად ყვავილებით შეამკო მსხვერპლთა მემორიალი. სომხების განცხადებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიის დაშლის პერიოდში გაჟლიტეს მილიონ-ნახევრამდე ადამიანი. ამ განცხადებას ბევრი სხვა ქვეყანაც იზიარებს. თურქეთი მწვავედ უარყოფს სიტყვა „გენოციდს“ და აცხადებს, რომ დაიღუპა 300 000-დან 500 000-მდე სომეხი და დაახლოებით ამდენივე თურქი, სამოქალაქო მღელვარების დროს, როცა სომხები თურქი მმართველების წინაღმდეგ აჯანყდნენ და რუსეთის სამხედროების მხარე დაიჭირეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG