Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 21 ნოემბრის ღამიდან მოყოლებული, მიმდინარეობს კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პირები, ვის წინააღმდეგაც სპეცოპერაცია ხორციელდება, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. სპეცოპერაცია ორმხრივი სროლის ფონზე მიმდინარეობდა, საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართულიდან კვამლი ჩანს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენების დასაკავებლად კი სპეცოპერაცია გრძელდება. „ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის იდენტიფიკაცია და მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“. სუს-ის ინფორმაციით, დაჭრილია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, ექიმების შეფასებით, მძიმე მდგომარეობაში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG