Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კშიშტოფ ვარლიკოვსკის "ფრანგები" თეატრალურ ფესტივალზე


თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა უმასპინძლა ვარშავის „ნოვი ტეატრის“ წარმოდგენას. „ექსპო ჯორჯიაში“ მაყურებელმა იხილა ცნობილი რეჟისორის, კშიშტოფ ვარლიკოვსკის დადგმული „ფრანგები“, რომელშიც აღწერილია ადამიანის ქცევა მაშინ, როცა საზოგადოებაში ძირეული ცვლილებები ხდება, როცა რასიზმი, ანტისემიტიზმი ურთიერთობათა რღვევას იწვევს. თანამედროვე ფორმებით გადმოცემული ამბების ამოსავალი წერტილია მარსელ პრუსტის მრავალტომიანი რომანი „დაკარგული დროის ძიებაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG