Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთში 200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება


ქუთაისი
ქუთაისი
2014 წელს იმერეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 251 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თანხის ნახევარზე მეტი - 172 მილიონი ლარი - საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება, თანხის დანარჩენი ნაწილი კი დაიხარჯება იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, ნაგავსაყრელის მოწყობისთვის, ხიდებისა და ადმინისტრაციული შენობების სარეკონსტრუქციო და მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის. იმერეთი დამატებით 31 მილიონ ლარს მიიღებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ 114 პრიორიტეტულ პროექტს შორის, გზებისა და ხიდების რეაბილიტაციასთან ერთად, საბავშვო ბაღების შენობების რეკონსტრუქცია და პარკებისა და სკვერების მოწყობაცაა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, სამინისტრო აქცენტს ძირითადად დამტკიცებული პროექტების პროექტირებაზე, შესყიდვებსა და სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე აკეთებს. მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებობს პროექტები, რომლებიც დასაფინანსებელ პროექტთა ნუსხაში ვერ მოხვდა. იმერეთის მხარეში ერთ-ერთი დიდი მუნიციპალიტეტის, ბაღდათის გამგებელი მევლუდ კიკნაველიძე აუცილებლად განსახორციელებელ პროექტებად მიიჩნევს რაიონში 2 ბაგა-ბაღისა და გზის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობას, რომლებიც განსახორციელებელ პროექტთა ნუსხაში არ არის.

როგორც იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი განმარტავს, მიმდინარე წელს იმერეთის სოფლებში გზები აღარ მოიხრეშება და თანხები გზების კაპიტალურ მოპირკეთებაზე დაიხარჯება.ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ქალაქ წყალტუბოში ბოლო ორი წლის მანძილზე მიმდინარე პროექტების დასრულება.

იმერეთის გუბერნატორი ამბობს, რომ შესასრულებელი სამუშაოების კონტროლი სამინისტროსთან კოორდინირებულად განხორციელდება და რეგიონში მონიტორინგი გაძლიერდება.
XS
SM
MD
LG