Accessibility links

ქუთაისში გარემოს დანაგვიანებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ


ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის დეკემბერში დაამტკიცა, აკრძალულია ნარჩენების ქუჩაში ან შეგროვების კონტეინერის გარეთ დაყრა. მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორია დანაგვიანდა, უფლებამოსილია დამნაგვიანებელს ტერიტორიის დასუფთავება მოსთხოვოს, ხოლო თუ დამნაგვიანებლის დადგენა ან მოძიება შეუძლებელია, ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება მის მფლობელს ეკისრება, საკუთარი ტერიტორიის დასუფთავება კი თავად მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს. გარემოს დანაგვიანების გამო ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სხვადასხვა სახის ჯარიმებია დაწესებული და მათი ღირებულება 80-დან 1 500 ლარამდეა. გარემოს დანაგვიანებისთვის პირის დაჯარიმებას საპატრულო პოლიცია და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ახორციელებენ, როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, კერძო ტერიტორიის დანაგვიანებისას გამოიყენება სანქციები, ქუჩების დამბინძურებელთა დადგენა კი ხშირად ძნელია და დასუფთავების აქციებს მიმართავენ.

ქუთაისის ხალხმრავალ ადგილებში მცირე და დიდი ზომის ურნები ყველგან დგას და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მერიის შესაბამისი სამსახური ყოველდღიურად ასუფთავებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღის განმავლობაში გადაყრილი ნარჩენების სიმრავლე თვალშისაცემია. ბაზრებთან, ბაზრობებთან, ტრანსპორტის გაჩერებებთან, ავტოსადგურსა და კვების ობიექტებთანაც კი პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები, ქაღალდის ნარჩენები, მუყაოს ყუთები და უკვე გაფუჭებული პროდუქტი და სხვა უვარგისი ნივთები გზისპირებსა და ტროტუარებზე ყრია, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ცენტრში ანტისანიტარია და ნარჩენებით ქუჩების დაბინძურება ერთნაირად აწუხებთ გამვლელებს, კვების ობიექტების მეპატრონეებსა და გარემოვაჭრეებს, რომლებიც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გარემოს დანაგვიანებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ:

რესპონდენტების თქმით, ქუთაისის ქუჩებში ნაგვის ურნები ახლო–ახლოს და მრავლადაა განთავსებული და დიდი ზომის კონტეინერებიც ბევრია. ქუთაისელები იმასაც აღნიშნავენ, რომ დასუფთავების სამსახურს ნარჩენები დღეში რამდენჯერმე გააქვს და ქუჩებიც ყოველდღიურად იგვება.

რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები ირწმუნებიან, რომ ვერ ხედავენ, ვინ ყრის ნარჩენებს ქუჩაში და არ იციან, როგორ აიძულონ თანამოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ და ხალხმრავალ ადგილებში სისუფთავე დაიცვან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG