Accessibility links

ცოდნისკარში ხიდის ჩანგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა


ამ რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ხიდის ჩანგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მებაღეები მიკროავტობუსით საზამთროს მოსავლის გადაზიდვას ცდილობდნენ. თვითმხილველების თქმით, ამორტიზებულმა ხიდმა ავტომობილის სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩაინგრა და მიკროავტობუსი ოთხი მეტრის სიმაღლის ხევში ჩავარდა. რამ გამოიწვია რამდენიმე წლის წინ აშენებული ხიდის დაზიანება და როდის იგეგმება მისი აღდგენა?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG