დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და მეორე ეტაპი იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს. რას გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი და რა ტიპის მომსახურებას მიიღებენ დაზღვეულები ამის შესახებ რადიო თავისუფლების დილის ეთერში დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ლაშა ნიკოლაძემ ისაუბრა.
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.