Accessibility links

ლევან იზორია: მტერმა უნდა იცოდეს, რომ მას ზიანი მიადგება


ლევან იზორია

საქართველოს ხელისუფლება აპირებს ნატოს წევრ ქვეყნებს ერთობლივი გამოყენებისათვის შესთავაზოს თანამედროვე სამხედრო ცენტრი, რომლის აშენებას ვაზიანის პოლიგონზე ისევ და ისევ სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით ვარაუდობს.

ნატოს „ახალი შეკავების“ პოლიტიკის ფარგლებში, საქართველო აპირებს თავდაცვის სფეროში მეტი ინვესტიციები განახორციელოს, რაც შესაბამისი აღჭურვილობის შეძენასა და ინტენსიურ წვრთნებზე დაიხარჯება. თბილისი გეგმავს, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში იმ მრავალეროვნული სამხედრო ბრიგადის ფარგლებში მონაწილეობას, რომელსაც რუმინეთი უხელმძღვანელებს. ეს ყველაფერი გაწერილია თავდაცვის სამინისტროს ოთხწლიან სტრატეგიულ გეგმაში, რომელშიც „ტოტალურ თავდაცვაზე“ კეთდება აქცენტი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG