ზუგდიდის #79 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში, უბნის გახსნიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, გამოჩნდა მოქალაქე, რომელიც უბანზე ყოფნის უფლების დამადასტურებელი მოწმობის გარეშე იღებდა ვიდეომასალას. დამკვირვებლების შენიშვნაზე, თუ ვინ იყო ეს მოქალაქე და რატომ არ ჰქონდა აქ ყოფნის უფლების დამადასტურებელი სპეციალური ნიშანი, კომისიის წევრებმა თქვეს, რომ არ შეუნიშნავთ მისი საბუთების გარეშე ყოფნა, თუმცა "მას აქვს აქ ყოფნის უფლება და ელოდება საბუთს, რომელიც გზაშია და მოდის". გადაღება მიმდინარეობდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მან დატოვა ტერიტორია კამერის გარეშე ისე, რომ მისი დოკუმენტაცია უბანზე არავის მოუტანია. კამერით გადაღებას აგრძელებენ თავისუფალი ზონის წევრები. კომისიის წევრები ამბობენ, რომ გადაღებას "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებს, თუმცა რა მიზნით, ამას არ ამბობენ. - გვატყობინებს დაჩი შანიძე.
ხმის მიცემის პროცესი ლაგოდეხის ოცდაჩვიდმეტივე საარჩევნო უბანზე დილის 8:00 საათზე დაიწყო. მოქალაქეებს საკუთარი პოლიტიკური არჩევნის დაფიქსირება მშვიდ გარემოში შეუძლიათ. ლაგოდეხის № 01 საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი პირველმა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დააფიქსირა. მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის კეთილდღეობას და განვითარებას მისცა. ლაგოდეხ-ყვარლის საარჩევნო ოლქში 12 მაჟორიტარი კანდიდატი და 29 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. - გვატყობინებს დათო ჭაბაშვილი.
"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) პირველი განცხადება:
გადასატანი ყუთი წაიღეს #19 უბნიდან. - გვატყობინებს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ეკა ქევანიშვილი.