თბილისის #22 საარჩევნო უბანზე დილიდან ამომრჩეველთა თვალშისაცემი სიმცირე შეინიშნებოდა. დღის 11 საათის შემდეგ მოქალაქეთა რაოდენობა მატულობს. მდგომარეობა ამ დროისთვის მშვიდია. - გვატყობინებს ნინო აბდალაძე.
ზუგდიდის #79 საუბნო საარჩევნო კომისიაში დარღვევას აფიქსირებენ დამკვირვებლები. სიაში 925 ამომრჩეველია და მოტანილია 850 ბიულეტენი. - გვატყობინებს დაჩი შანიძე.
პირველი ამომრჩეველი კიევში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბანერს, რომელიც ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, გაურკვეველმა პირებმა შავი საღებავი შეასხეს. ენმ-ის წარმომადგენლის თეიმურაზ ბასილაიას ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები. "ამის შემდეგ, ალბათ, აღიძრება საქმე და იმედი მაქვს გამოიძიებენ. ბანერების დაზიანება არის ყოვლად მიუღებელი საქციელი და ვგმობთ მას", - თქვა რადიო "ათინათთან" საუბარში ბასილაიამ. ამასთან, მცირე დაზიანება აქვს იქვე განთავსებულ ზუგდიდის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ბანერსაც. - გვატყობინებს თეა შონია.