ამომრჩეველთა რიგი საბურთალოს #6 საარჩევნო ოლქის მე-9 უბანთან.
ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში გახსნილ 52-ე საარჩევნო უბანზე, სადაც დარეგისტრირებულია 250 ამომრჩეველი. საარჩევნო უბნის კომისიის ხელმძღვანელის ქეთევან ლომსაძის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12 საათისათვის ხმა მისცა 31-მა ამომრჩეველმა. არჩევნები მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობს.
ISFED-ის მონაცემებით, 12:00-ზე ამომრჩევლის აქტივობა 19.7%-ია.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა იყო 25.5 %-ს