Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები – 2016

  • „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დროებით მიდის“ პოლიტიკიდან.
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის.
  • 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.

საარჩვენო უბნები დილით

საარჩვენო უბნები დილით
please wait

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

თბილისში მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე იყრის თავს ხმის მისაცემად. დამკვირვებლების თქმით, პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ისინი ასევე ამბობენ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მშვიდია, ამომრჩეველთა რაოდენობდა კი ნაკლები.

  • საქართველოში მიმდინარეობს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე ოლქში თვითმმართველობის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები. ხმის უფლებით სარგებლობს 3 513 884 ამომრჩეველი. საქართველოში გახსნილია 3 ათას 645 საარჩევნო უბანი, ხოლო უცხოეთის 40 ქვეყანაში 55. საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 წევრი პროპორციული, ხოლო 73 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ 19 პარტია და 6 ბლოკი, მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის 757 კანდიდატი და საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელებული 59 კანდიდატი.
  • საქართველოს პარლამენტის არჩევნების გარდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარეობს უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც 15 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. საბჭოს 21 დეპუტატიდან 15 პროპორციული და 6 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.
  • საკრებულოს წევრების შუალედური არჩევნებია ქალაქ თბილისის მთაწმინდის, კრწანისის, ისნის და გლდანის რაიონებში, წალკაში, ჭიათურაში, აბაშასა და ქალაქ ზუგდიდში, მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება ქალაქ ახალციხეში და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ბოლნისში, ხარაგაულში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
  • 8 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 მეთვალყურე.
  • საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურება და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა. ოლქებიდან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს ცესკო ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებსაიტზე www.results.cec.gov.ge. არჩევნების პირველად, წინასწარ შედეგებს ცესკო სავარაუდოდ, 9 ოქტომბერს, დილის 6 საათისთვის გამოაქვეყნებს.

დარღვევები, რომლებიც ამ დროისთვის დააფიქსირა "სამართლიანმა არჩევნებმა"

გენდერული სტატისტიკა 2016 წლის არჩევნებზე

როგორია არჩევნების გენდერული სტატისტიკა, რა შედეგებით მივიდნენ საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური სპექტრი და საარჩევნო ადმინისტრაციები და როგორი იქნება ქალთა სავარაუდო წარმომადგენლობა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში - ეს საკითხი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღების ხანგრძლივი ციკლის ერთ-ერთი შემადგენელი სწორედ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა იყო.

იხილეთ სრულად

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG