სამეგრელოში მოქალაქე ცდილობს, მარკირებული ხელით კიდევ ერთხელ შევიდეს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად.
#15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ლაგოდეში საკუთრი არჩევანი 14 770 ამომრჩეველმა დააფიქსირა. ლაგოდეხის ოლქში ერთიანი სიის მიხედვით 39 273 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ფოთის #18 უბანზე დაიწერა სამი საჩივარი. დარღვევებზე საუბრობს "ეროვნული ფორუმის" მაჟორიტარი კანდიდატიც. მისი თქმით, დამკვირვებლები აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უბნებზე ხდება ბიულეტენების შეტან-გამოტანა. მიუხედავად ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, საჩივრები ძირითადად ტექნიკური შინაარსის დარღვევებს შეეხებოდა და მალევე აღმოიფხვრა. - გვატყობინებს თეა აფსარიძე.
საზოგადოებრივი დამცველის თავმჯდომარე ირინე ფუტკარაძე.