Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები – 2016

  • „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დროებით მიდის“ პოლიტიკიდან.
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის.
  • 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.

დაპირისპირება მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს საუბნო საარჩევნო კომისიის შენობასთან. რამდენიმე ათეულმა პირმა სცადა შენობაში შეჭრა და მას ქვები დაუშინა. მომხდარის გამო ერთმანეთი დაადანაშაულეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ.“ შსს-ს მიერ გავცრელებული ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ყიზილ-აჯლოს 48-ე უბანზე შეჭრა და ყუთის გატაცება სცადეს პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეებმა. შსს-ს განცხადებითვე, „ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.“ სამინისტროს ცნობითვე, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი. შსს-ს განცხადებითვე, საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

იხილეთ სრულად

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG