საარჩევნო მედიაცენტრი პირდაპირ ეთერში
ჩვენი ვიდეო რეპორტაჟი მე-16 საარჩევნო უბნიდან
იტყობინება სათემო რადიო „მარნეულის“ დირექტორი კამილა მამედოვა:
"მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლო არჩევნების მიმდინარეობას მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით, იქ დარღვევები და არეულობა შეინიშნებოდა მთელი დღის განმავლობაში. ხალხი მოუწესრიგებლად შედიოდა ხმის მისაცემად, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობდნენ, იყო ე.წ. "კარუსელის" ჩატარების მცდელობაც, თუმცა დღის განმავლობაში იქ დარღვევების შესახებ საჩივრები არ დაწერილა ოფიციალურად.
მდგომარეობა დაიძაბა საღამოს 6 საათისთვის, როდესაც 41-ე საარჩევნო უბანზე მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობისა და პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგებლები. ზუსტი მიზეზები იმისა, თუ რატომ დაიწყო შეხლა-შემოხლა, არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამ ყულიევი და პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელი, ისმაილ ბაირამოვი,
ითხოვენ არჩევნების ბათილად ცნობას და პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას ადგილზე. ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე, სადაც ინციდენტი მოხდა, არ იმყოფებოდნენ "ქართულო ოცნების" პარტიის წევრები, თუმცა საკმაოდ ბევრი იყო სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ხალხი".