Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები – 2016

  • „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დროებით მიდის“ პოლიტიკიდან.
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის.
  • 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.

რამდენად მოსალოდნელი იყო საზოგადოებისთვის ის შედეგები, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიღეთ და რამდენად კმაყოფილია ხალხი ახალი პარლამენტის შემადგენლობით. ამის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.

რამდენად კმაყოფილი ხართ არჩევნების შედეგებით?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:21 0:00

ზუგდიდში პარლამენტისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან შემოსული ბიულეტენების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. კომისიას უწევს დაითვალს როგორც პარლამენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების, ასევე გამგებლის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. იხილეთ სრულად

ლელა ტალიური საარჩევნო დღის დარღვევებზე

ლელა ტალიური
ლელა ტალიური

10 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ტალიური, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა საპარლამენტო არჩევნების დღის დარღვევებზე. საია-ს 8 ოქტომბრის არჩევნებზე 500-მდე დამკვირვებელი ჰყავდა.

ლელა ტალიური "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:19 0:00
გადმოწერა

იხილეთ სრულად

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.

იხ. სრული სახით.

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG