შუახევის მუნიციპალიტეტის #73-82 ოლქის #1 უბანზე ამ დროისთვის, რეგისტრატურის მიხედვით, 40-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. პირველი ამომრჩეველი აქ 08:05 საათზე მოვიდა. ხმის მიცემის პროცედურა ამ დროისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. - გვატყობინებს ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბში აცხადებენ, რომ რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა. მათი ინფორმაციით, ეს უბნებია: #19, #9, #24, #70, #81, #26, #14, #16 და #18. რადიო"ათინათთან" საუბრისას ზუგდიდის #67 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განმარტებით, მხოლოდ #18 უბანი გაიხსნა დაგვიანებით, ეს გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ თავდაპირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა. "როცა უბნიდან გაძევებით დავემუქრეთ, დამშვიდდა", - განაცხადა მირანდა მესხმა. „თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებლის, ეგნატე შამუგიას თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო დროულად უბნის გახსნა. ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში 104 511 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 52 618 ქალაქში და 51 893 თემში. - გვატყობინებს თეა შონია.
IRIGlobal-ის პრეზიდენტი პარლამენტის არჩევნებზე