Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები – 2016

  • „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დროებით მიდის“ პოლიტიკიდან.
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის.
  • 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.

გლდანის #66 საარჩევნო უბანზე, გახსნიდან 2 საათში, დაფიქსირდა 200-მდე ამომრჩეველი. აღინიშნება საკმაოდ დიდი აქტივობა. - გვატყობინებს სოფო სუარიძე.

ქუთაისის #59 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქუთაისში 7:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ 27 საარჩევნო უბანი 8 წუთის დაგვიანებით გახსნეს. დაგვიანებას უკავშირებენ დამკვირვებელთა დიდ ნაკადს. - გვატყობინებს ქეთევან ბერძენიშვილი.

წყალტუბოში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. წყალტუბოს ოლქში 68 უბანი ფუნქციონირებს. წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ნიჟარაძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარი დაფიქსირდა. „ოლქში #68 უბანი 07:00 საათზე გაიხსნა. შემოვიდა მხოლოდ ერთი საჩივარი პროცედურასთან დაკავშირებით. წილის ყრის დროს გადასატან ყუთზე წარმომადგენელთან დაკავშირებით. ჯერჯერობით სხვა დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, - განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ. #57, #57 და #50 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლები 08:03 წუთზე მივიდნენ. ამ უბნების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მერაბ ქაჯაიას თქმით, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და უბანი ჩვეულებრივად 07:00 საათზე გაიხსნა. 9 საათისთვის გადასატანი ყუთიც გაიტანეს უბანზე. გადასატან ყუთის სიაში ამ უბანზე 29 ამომრჩეველი ფიქსირდება. არჩევნები წყალტუბოში ამ ეტაპზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. - გვატყობინებს ანა ჯიქია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG