#12.06.44 საარჩევნო უბანში, ვარკეთილის მესამე მასივში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაფიქსირდა მცირე ექსცესები: ამომრჩეველი რეზო მჟავანაძე აცხადებდა, რომ სახლში ბიულეტენი არ მისვლია, მანამდე კი ამ უბანზე აძლევდა ხმას. კომისიის წევრებმა გადაამოწმეს და ის სიაში არ იყო. ბატონი რეზო აპირებდა ხმის მიცემის გარეშე წასულიყო სახლში, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ შესთავაზა მის ნაცვლად დაერეკათ და გაეგოთ, თუ რომელ უბანზე აძლევდა ხმას, ამომრჩეველი გადაამისამართეს და მიუთითეს რომელ უბანზე მიეცა ხმა. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა, იყვნენ ისეთები, რომლებმაც თავიანთი გვარი სიაში ვერ იპოვეს. აღსანიშნავია, რომ ამ უბანზე არ შეინიშნება დიდი აქტივობა და განსაკუთრებით პასიურობენ ახალგაზრდები. ასევე არ დაფიქსირებულა არცერთი აგიტაციის ფაქტი.
ქუთაისში, #127 საარჩევნო უბანში, რომელიც გახსნილია ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჟურნალისტები არ დაუშვეს.
მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესის გაშუქების ნება ციხის დირექტორმა არ მისცა, რომელმაც აკრედიტაციების დამადასტურებელი მოწმობების ავთენტურობაში შეიტანა ეჭვი. ეჭვის მიზეზი გახდა ბეჭედი, რომელიც მისი თქმით, "ცოცხალი" არ არის. - გვატყობინებს ქეთი ბერძენიშვილი.
დაქორწინებამდე არჩევნებზე