ერთი საათის წინ თბილისის #53 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ექსცესი. არჩევნებზე მისულ ლეიბორისტთა პარტიის მაჟორიტარს შუახნის ამომრჩეველმა ქალმა სახეში შეაფურთხა.
იტყობინება ლიკა ფეიქრიშვილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში, მე-15 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა დარღვევის არაერთი ფაქტი დააფიქსირეს.
გარდა იმისა, რომ ხმის მიცემის პროცესისას, რეგისტრატორებმა თვითნებურად გადაცვალეს ადგილები, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა თავმჯდომარესთან შეთანხმების გარეშე დატოვა ტერიტორია და საარჩევნო უბნის ეზოში ეწეოდა აგიტაციას ამომრჩევლებთან.
ამავე უბანზე, 17:00 საათის შემდეგ ამომრჩეველი ჯგუფურად შევიდა როგორც საარჩევნო უბანში, ასევე ხმის მისაცემ კაბინებში, სადაც ხმამაღლა განიხილავდნენ ვისთვის სჯობდა ხმის მიცემა.
ხსენებულ საარჩევნო უბანზე დაიწერა 3 საჩივარი, თუმცა საოლქომ მათგან მხოლოდ ერთი მიიღო.
იტყობინება ქეთი ბერძენიშვილი