ბერლინში მოქმედი მე-13 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ია მაისურაძე გვატყობინებს, რომ ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის ხმა მისცა 71-მა ამომრჩეველმა. სულ მე-13 საარჩევნო უბანში 1397 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მაისურაძის თქმით, კენჭისყრა მშვიდად, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
დაპირისპირება მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს საუბნო საარჩევნო კომისიის შენობასთან. რამდენიმე ათეულმა პირმა სცადა შენობაში შეჭრა და მას ქვები დაუშინა. მომხდარის გამო ერთმანეთი დაადანაშაულეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ.“ შსს-ს მიერ გავცრელებული ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ყიზილ-აჯლოს 48-ე უბანზე შეჭრა და ყუთის გატაცება სცადეს პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეებმა. შსს-ს განცხადებითვე, „ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.“ სამინისტროს ცნობითვე, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი. შსს-ს განცხადებითვე, საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.