Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

10:17 27.10.2013
თბილისში, ისანი-სამგორის რაიონის N108 საარჩევნო უბანი 8:00 საათზე გაიხსნა, ამ დროისთვის უბანზე ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა ფიქსირდება. - გვატყობინებს ხატია გოგოხია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
10:11 27.10.2013
გორში, N6 საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს; N7 საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის ამომრჩეველთა ექვსმა პროცენტმა მისცა ხმა. - გვატყობინებს გურანდა ძამელაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
10:08 27.10.2013
თბილისში, ვაკის N1 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა 76 ამომრჩეველი; N2 საარჩევნო უბანზე - 56. - გვატყობინებს ინგა ჩვრიტიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
10:07 27.10.2013
დიდუბის მე-8 ოლქის N1 საარჩევნო უბნის დამკვირვებელი თორნიკე გიორგაძე აცხადებს, რომ "არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. უკვე 110-მა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ასე თუ გაგრძელდა, 3 საათისთვის ხმის მიცემის პროცესი დამთავრდება." - გვატყობინებს თამთა ყიფიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG