11:22
27.10.2013
ზესტაფონის N51 და N40 უბნებზე არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, - გვატყობინებს ქრისტინე ჯაგიევი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
11:20
27.10.2013
N63 საარჩევნო უბანი 7:00 საათზე გაიხსნა, ამომრჩეველმა 8:00 საათიდან დაიწყო მოსვლა. კომისიის მდივნის, ცისანა ორბელიანის განცხადებით, ”პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე 120-მა ამომრჩეველმა მიიღო.’ - გვატყობინებს მარი ძაგოევი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
10:42
27.10.2013
10:19
27.10.2013
თბილისში, ვაკის N8 საარჩევნო უბანზე, 10 საათისთვის 93 ამომრჩეველი დაფიქსირდა. ამომრჩეველთა რაოდენობის მორიგი შეჯამება 12 საათისთვის იგეგმება. - გვატყობინებს სალომე ტყებუჩავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).