Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტზე "ტერორისტული თავდასხმა" მოეწყო

22 მარტს, ნაშუადღევს დიდი ბრიტანეთის პარლამენტზე განხორციელებულ იქნა იერიში, რომელსაც ლონდონის პოლიცია "ტერორისტულ თავდასხმად" აფასებს. საუბარია ორ კოორდინირებული ინციდენტზე. პოლიციის თანახმად, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი თავდამსხმელი შეეცადა პარლამენტში შეღწევას უესტმინსტერის სასახლის მხრიდან და დანით დაჭრა პოლიციელი შესასვლელთან, რომელსაც თემთა და ლორდთა პალატების წევრები იყენებენ. პოლიციამ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. პარალელურად იქვე, უესტმინსტერის ხიდზე, ავტომანქანა დაეჯახა 12-ზე მეტ ადამიანს და დააშავა ისინი, რის შემდეგაც შეასკდა პარლამენტის შენობის დამცველ მესერს. ინციდენტის შემდეგ პარლამენტის შენობაში მძიმედ შეიარაღებული სპეცრაზმელები და სამხედრო პოლიციის ნაწილები განთავსდნენ.

XS
SM
MD
LG