Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირდება თუ იზრდება უმუშევრობა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და 11.8 პროცენტი შეადგინა. საპირისპიროს მოწმობს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც ორიოდე კვირის წინ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.

ბოლო წლებია საქართველოს მოსახლეობა ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე, 2015 წელთან შედარებით, 0,2 პროცენტით შემცირდა და ბოლო 10 წლეულის მინიმუმს - 11,8 %-ს - მიაღწია, თუმცა სოციოლოგიური კვლევებით სულ სხვა სურათი იქმნება. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც აპრილის თვეში ჩატარდა, მოსახლეობის 63 % თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. მათ შორის 37 პროცენტი უმუშევარია და ეძებს სამსახურს. ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების მიზეზი იმ მეთოდოლოგიაშია, რომელსაც სტატისტიკის სამსახური უმუშევრობის დონის დასადგენად იყენებს.

მცირდება თუ იზრდება უმუშევრობა
please wait

No media source currently available

0:00 0:06:46 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG