"მეათე სტუდიაში" დღეს გიამბობთ, რატომ გადაწყვიტა, და როგორ აპირებს ხობელი მოზარდი საკუთარი წვლილი შეიტანოს კოლხური ბზის გადარჩენის საქმეში; მოისმენთ რეპორტაჟს 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობასა და საქართველოს ურთიერთობაზე; გაეცნობით პროფესიით იურისტ მხატვარს, ლევან ყიფიანს, რომელსაც პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა თბილისში; მოისმენთ საუბრის ჩანაწერსოთხ ქართველ ვოკალისტთან, რომლების გამოვიდნენ პრაღაში, რუსი მომღერლისგალინა ვიშნევსკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე; რადიოჟურნალს დაასრულებს სპორტის ამბების მიმოხილვა.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.