14 აგვისტოს დასრულდა საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, GEM fest-ი - თუმცა მის გარშემო კვლავაც არ ცხრება ვნებათაღელვა; როგორ ხვდებიან ხანდაზმული ადამიანები პანსიონატებში, როგორ ცხოვრობენ ისინი, რა სახის სერვისებს სთავაზობს მათ სახელმწიფო და რამდენად არის დაცული ხანდაზმულთა უფლებები საქართველოში? გიამბობთ მთიულეთში მცხოვრებ ხეზე კვეთის ოსტატზე, გიგა გიგაურზე; 21 აგვისტოს აშშ-ის ის ტერიტორიაზე მზის სრული დაბნელების ხილვა იქნება შესაძლებელი - მოისმენთ ინტერვიუს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორთან, მაია თოდუასთან; მიმოვიხილავთ კვირის მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს.
-
სალომე ასათიანი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.