Accessibility links

"მეათე სტუდიაში" გიამბობთ საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების სტუმრობაზე და იმაზე, თუ რა ნახეს მათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მავთულხლართებთან. მიგიწვევთ ქუჩის საკვების ფესტივალზე - პირველ ასეთ ფესტივალზე საქართველოში. გიამბობთ თბილისში მოქანდაკე ნინო წერეთლის გამოფენაზე, რომელიც მისი დაბადებიდან 115-ე წლის იუბილეს ეძღვნება. შემოგთავაზებთ ინტერვიუს რეჟისორ მარიამ ხაჭვანთან, რომლის ფილმიც, „დედე“, კარლოვი ვარის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. ბოლოს შემოგთავაზებთ ჩვენს სპორტულ რუბრიკას: დავით ქლიბაძე და დავით კაკაბაძე მიმოიხილავენ მთავარ სპორტულ ამბებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG