Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადღესასწაულო კვება ქუჩაში


„ქუჩის საკვების ფესტივალი“
„ქუჩის საკვების ფესტივალი“

ავტორი: სოფო რუხაძე

„ქუჩის საკვების ფესტივალი“ - ამ უჩვეულო დასახელებით ევროპაში კარგა ხანია იმართება დღესასწაულები, აი, საქართველოში კი წელს პირველად ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში მთაწმინდის პარკში მრავალი ღონისძიება იყო დაგეგმილი.

სადღესასწაულო კვება ქუჩაში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:51 0:00
გადმოწერა

მთაწმინდის პარკში 25 კარავი იყო გაშლილი... „ქუჩის საკვების ფესტივალში“ 25-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ეს კარვებიც მათთვის მომზადდა. ამ ფესტივალზე თავიანთი პროდუქცია წარადგინეს რესტორნებმა, ღვინის კომპანიებმა და სწრაფი კვების ობიექტებმა. ორიგინალური კერძები სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადდა. წარდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძების განახლებული ვერსიები და ასევე ქართული სანელებლებით შეზავებული უცხოური კერძები. მართალია, დიდი სიცხის გამო ხალხი ფესტივალის დაწყებისთანავე ვერ ავიდა მთაწმინდის პარკში, მაგრამ მზის ჩასვლასთან ერთად ხალხის ნაკადმა იმატა.

მთელი დღის განმავლობაში ფესტივალზე შეკრებილ ხალხს ცოცხალი მუსიკა უმაღლებდა განწყობას, საღამოს კი სცენა ცნობილმა დიჯეებმა დაიკავეს. რაკი პირველი იყო, „ქუჩის საკვების ფესტივალმა“ დიდი ინტერესი გამოიწვია. ფესტივალზე მრავლად იყვნენ თბილისელებიც და ტურისტებიც. ციური კლდიაშვილი ერთ-ერთი სტუმარი გახლავთ. ამბობს, რომ ფესტივალმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აქ არაერთი კერძი გასინჯა:

პირველად ვარ ასეთი სახის ფესტივალზე და ძალიან მომწონს. ძალიან კარგი გარემოა, კარგი მუსიკაც უკრავს, კერძებიც და სასმელებიც ძალიან მრავალფეროვანია”.

„ქუჩის საკვების ფესტივალი“
„ქუჩის საკვების ფესტივალი“

როგორც ფესტივალის ორგანიზატორი თამთა რიჩი აღნიშნავს, ღონისძიების ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპაში მრავალ ასეთ ფესტივალს დაესწრო:

მსგავსი ტიპის ფესტივალები ევროპაში ხშირად ტარება, საქართელოში კი არ იყო. პირველ რიგში, ეს მიმართულება იმიტომ ავირჩიეთ, რომ ასეთი ღონისძიებები გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, საქართველოში გასტრონომიული ტურიზმი კი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ კულინარიას და ის საკმაოდ მრავალფეროვანია. რესტორნებმა წარმოადგინეს კომფორტული შეფუთვით ქუჩაში მისართმევი საკვები”.

თამთა აღნიშნავს ასევე, რომ ამ სახის ფესტივალის ჩატარება იყო მცდელობა თბილისში კიდევ ერთი კულტურულ-გასართობი სივრცე შექმნილიყო.

„ქუჩის საკვების ფესტივალი“
„ქუჩის საკვების ფესტივალი“

რა თქმა უნდა, ფესტივალს გარკვეული სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. თამთამ ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზეც, რომლებიც ფესტივალს თან ახლდა:

მომხმარებლისგან საკმაოდ დიდი ინტერესი იყო, მაგრამ გზებზე შექმნილი ხერგილების გამო ბევრმა ვერ შეძლო მოხვედრა ფესტივალზე“.

ფესტივალის ვებსაიტისა და ფეისბუკგვერდის მიხედვით, ღონისძიებამ საზოგადოების უმეტესობის დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს. მიუხედავად ამისა, თამთა რიჩი აღნიშნავს, რომ ეცდება „ქუჩის საკვების ფესტივალის“ ჩატარება საქართველოში ტრადიციად იქცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG