6 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარი გელაშვილი, მითების დეტექტორის ლაბორატორიის წარმომადგენელი, რომელსაც ვესაუბრეთ მედიაწიგნიერებისა და სიძულვილის ენის კავშირების შესახებ. რას იყენებს სიძულვილის ენა საყრდენად სხვადასხვა საზოგადოებაში და რამდენად ამცირებს მისი გავრცელების შესაძლებლობებს მედიაწიგნიერების მაღალი დონე, როგორ შეიძლება სხვადასხვა მიზნისთვის შეთხზული ამბავი განვასხვაოთ რეალური ფაქტებისგან და როგორ ვითარდება ცრუ ინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტები საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.