„დიალოგები პრაღაში“ - ასე ჰქვია მედიატრენინგს, რომელიც პრაღის საერთაშორისო მედიატრენერთა ასოციაციის (pimta) ორგანიზებით მიმდინარეობს, კავკასიელი ჟურნალისტებისა და რედაქტორების მონაწილეობით. ტრენინგების სერია ერთი წლის წინ დაიწყო და მასში ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, წელს კი ამ დიალოგებს ოსი, ყაბარდო-ბალყარელი და ჩერქეზი ჟურნალისტებიც შემოუერთდნენ. შარშან ჟურნალისტები პრაღაში ტრადიციული მედიის გამოცდილებას ეცნობოდნენ, იყო ვიზიტები ტელევიზიებში, რადიოებსა და ბეჭდურ გამოცემებში. შარშანვე გაჩნდა იდეა ტრენინგების ახალი მედიის მიმართულებით ჩატარების შესახებ. ამჟამად კავკასიური მედიის წარმომადგენლები საერთოკავკასიური ინტერნეტრესურსის შექმნის იდეაზე მუშაობენ. რადიო „ათინათის“ ჟურნალისტის მაია ფიფიას აზრით, საერთოკავკასიური საიტი ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებული უნდა იყოს.
სოხუმში გამომავალი გაზეთ „ნუჟნაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი იზიდა ჭანია დიდი ხანია ამ საკითხზე ფიქრობს. იგი ქართველ, ოს და აფხაზ კოლეგებთან ერთად ჩრდილოეთ კვიპროსში სამშვიდობო ჟურნალისტიკის ჯგუფის წევრებთან ერთად ერთობლივი საიტის იდეას განიხილავდა, მაგრამ ის პროექტი მაშინ არ განხორციელდა.
”მეჩვენება, რომ კავკასიაში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც პირველწყაროსგან სანდო ინფორმაციას ვერ ვიღებთ. ეს პროექტი იმიტომაა საინტერესო, რომ სწორედ ასეთი ინფორმაციის მიღებას შევძლებთ, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და თითოეული ჩვენგანისთვის ავტორიტეტულია ნებისმიერი მეორე ჟურნალისტი, რომელიც ამ პროექტში მუშაობს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას იზიდა ჭანიამ.
ირინა იანოვსკაია, ხელმძღვანელი ცხინვალის არასამთავრობო ორგანიზაციისა „ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ კავკასიაში მცხოვრები ერები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, არ გააჩნიათ ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ, მისი აზრით, ამ ინტერნეტრესურსმა შესაძლოა ეს დეფიციტი შეავსოს.
საერთაშორისო მედიატრენერთა ასოციაციის პროექტების დირექტორის მურად ტემიროვის აზრით, კავკასიიდან ბევრი ნეგატიური ინფორმაცია მოედინება, რაც შემდეგ უამრავი მედიასაშუალების მთავარი თემა ხდება. ამიტომ, მურად ტემიროვის თქმით, დაბალანსებული და ობიექტური ინტერნეტრესურსის მოთხოვნილება ”მედიის პროფესიულ ჩვევად იქცა და თუ შევძლებთ, აუცილებელია ამ სტერეოტიპის დამსხვრევა. საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენთან უფრო ბევრი ცუდი რამ ხდება, ვიდრე სხვაგან, უბრალოდ, ისე ჩამოყალიბდა, რომ ჩვენზე ცუდს უფრო მეტს ამბობენ. ეს არასწორია და იქნებ ამ პროექტით შევძლოთ სიტუაციის შეცვლა. ეს არ ნიშნავს, რომ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ვიტყვით, უბრალოდ, მომხდარზე შაბლონების გარეშე ვილაპარაკებთ. როდესაც ადამიანი პრობლემაზე კონკრეტული ადგილიდან გიამბობს, ეს უკვე სხვაგვარად აღიქმება“.
დიალოგები პრაღაში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საიტის კონცეფციასა და სტრუქტურაზე მსჯელობის გარდა, კავკასიელი ჟურნალისტები ჩეხეთის ახალი მედიის სპეციალისტების გამოცდილებას გაეცნობიან.