27 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი მალხაზ ხარბედია, რომელსაც ვესაუბრეთ საქართველოში არსებულ მცირე მარნებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
როგორ ვითარდება წლიდან წლამდე მეღვინეობა საქართველოში, გვაქვს თუ არა სასწავლო პროგრამები, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ღვინის გაკეთების და რეალიზაციისთვის საჭირო ცოდნის მიღება, რამდენად სწორია სახელმწიფო სუბსიდირება ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პერსპექტიული დარგში - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.