Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„28 საათი ვიმუშავეთ, დავწყდით...“


მსუბუქი მრეწველობის „სიმძიმე“... გაცვეთილი მეტაფორაა, მაგრამ ზუსტი და თურმე უკვდავი, როგორც კარგად დამკვიდრებული კლიშე. როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ დღეს საქართველოს ფაბრიკებში მკერავი ქალები? თურმე მძიმეა მათი ყოფა და ზოგჯერ უბრალოდ, გაუსაძლისი. ამის გასარკვევად საგანგებო კვლევა ჩაატარა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ორიოდე წლის წინ იგივე პრობლემა გამოიკვლია საქართველოს პროფკავშირებმა. ის, რაც მათ გაარკვიეს საგანგაშოა... ამბის მოძიებაც ძნელი იყო, რადგან ქალებს სარჩოს დაკარგვის შიშით საუბარი არ სურთ.

„28 საათი ვიმუშავეთ, დავწყდით...“
please wait

No media source currently available

0:00 0:14:57 0:00
გადმოწერა

საქართველოს სამკერვალო ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობაზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან თათული ჭუბაბრია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პროექტების მკვლევარი და რაისა ლიპარტელიანი, პროფკავშირების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG