Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობა ფეხბურთის სახელით


რუსეთის 11-ვე ქალაქში, სადაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება, უპატრონო ცხოველებს ხოცავენ.
რუსეთის 11-ვე ქალაქში, სადაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება, უპატრონო ცხოველებს ხოცავენ.

ნახევარ წელწადზე ნაკლები რჩება მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატამდე, რომელსაც წელს, 14 ივნისიდან 15 ივლისამდე, რუსეთი უმასპინძლებს. ქვეყანაში, ბუნებრივია, ემზადებიან მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ზეიმისათვის და მზადება ეხება არამარტო სპორტულ თუ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. რუსეთის 11-ვე ქალაქში, სადაც ჩემპიონატის მატჩები გაიმართება, უპატრონო ცხოველებს ხოცავენ. მსოფლიოში უკვე ბევრგან წერენ ამ პროცესზე, აკრიტიკებენ ცხოველების მიმართ სისასტიკეს. კრიტიკოსი ბევრია რუსეთშიც, მაგრამ მკვლელობები გრძელდება...

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, მასობრივი მკვლელობები ხდება სქემით, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ 2014 წელს, ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის რუსეთის მზადებისას. როცა სოჭში სახელმწიფოს დავალებით ცხოველების განადგურებას შეუდგნენ, საერთაშორისო სკანდალი აგორდა. კომპანია „ბასიას“ თანამშრომლები პნევმატური იარაღით, „ადილინ-სუპერისა“ და „დიტილინის“ საწამლავებით ხოცავდნენ უპატრონო ძაღლებს. თითო გვამში ეს ხალხი 500 რუბლს (8,8 ამერიკულ დოლარს) იღებდა.

რეგიონებში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება და სადაც საწვრთნელი ბაზები მდებარეობს, 100 მილიონამდე რუბლს (1,8 მილიონამდე ამერიკულ დოლარს) გადაიხდიან უპატრონო ძალღებისა და კატების განადგურებაში.

მას შემდეგ, როგორც ირკვევა, გაცილებით უფრო „მომგებიანი“ გახდა უპატრონო ძაღლებისა და კატების მოკვლა. „ერთი ძაღლის მკვლელობისთვის 6-დან 9 ათასამდე რუბლს იღებენ. ამ ფულით თავისუფლად შეიძლება ცხოველების დაჭერა, ვაქცინაცია და სტერილიზაცია, თავშესაფარში მათი შენახვა“, - აღნიშნავს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადიმირ ბურმატოვი, რომელმაც 2018 წლის დასაწყისში მიმართა სპორტის მინისტრს, პაველ კოლობკოვს, თხოვნით, დაინდონ უპატრონო ცხოველები. ბურმატოვი მინისტრს შეახსენებს, რომ საქმე ეხება ქვეყნის რეპუტაციას: ჩვენ ველურები არა ვართ, რომ მასობრივად ვხოცოთ ცხოველები ქუჩაში, მათი დასისხლიანებული გვამები მანქანებში შევყაროთ და მთელ ქალაქში მოვატაროთო. სხვათა შორის, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატამდე უპატრონო ცხოველების განადგურების პროგრამა მომზადდა რუსეთის სპორტის ყოფილი მინისტრის, დოპინგის გარშემო სკანდალით ცნობილი ვიტალი მუტკოს, მმართველობისას.

„2018 წელს რუსეთის 11 ქალაქში სისხლში ჩაახრჩობენ უპატრონო ცხოველებს. რატომ ანადგურებენ ყველას? იმიტომ, რომ ჩინოვნიკები და კომუნალური სამსახური (..). დარწმუნებული არიან, რომ ცხოველები ხელს უშლიან სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს, რომ ცხოველები აფუჭებენ ე.წ. ტურისტულ მიმზიდველობას. ისინი ოცნებობენ პლასტმასის სამყაროზე“, - წერენ ინტერნეტში ჯგუფ BloodyFifa 2018-ის წევრები сообщества BloodyFifa2018.

მათი კრიტიკა მიმართულია ფიფას წინააღმდეგაც. აქტივისტების ვარაუდით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია თვალს ხუჭავს უპატრონო ცხოველების მიმართ სისასტიკეზე, რადგან სურს გამორიცხოს, რომ რუსეთში ჩასულმა გულშემატკივრებმა - თუ ვინმეს ძაღლი უკბენს - სასამართლოში იჩივლონ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით...

და კიდევ: „საფრთხე“, რომელიც გულშემატკივრებს უპატრონო ძაღლებისაგან ემუქრება, საუცხოო საბაბია საბიუჯეტო სახსრების მოსაპოვებლად. ქალაქის ცხოველთა დაცვის ფონდის ხელმძღვანელმა ეკატერინა დმიტრიევმა შეისწავლა ოფიციალურ საიტზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ რეგიონებში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება და სადაც საწვრთნელი ბაზები მდებარეობს, 100 მილიონამდე რუბლს (1,8 მილიონამდე ამერიკულ დოლარს) გადაიხდიან უპატრონო ძალღებისა და კატების განადგურებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG