Accessibility links

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის ახალი დეტალები


51-ე საჯარო სკოლის მიდებარე ტერიტორია. 2017 წლის 4 დეკემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლო 10 იანვარს გამოაცხადებს საკუთარ პოზიციას ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის წინასასამართლო სხდომასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა 9 იანვარს იმსჯელეს საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ. ადვოკატების მტკიცებით, საქმეში იმაზე მეტი იარაღი ფიგურირებს, ვიდრე ამას გამოძიება ამტკიცებს. შარშან, 1 დეკემბერს თბილისში არასრულწლოვანთა შორის მომხდარ დაპირისპირებას 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:38 0:00
Direct link

ბრალდებულთა ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოა და რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, სასამართლო ასევე უნდა დაელოდოს ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს, რადგან, მისი ინფორმაციით, 1 დეკემბერს დაიჭრა არა ორი მოზარდი, როგორც ეს საზოგადოებისთვისაა ცნობილი, არამედ სამი:

„გამოძიებას არ აქვს დადგენილი, ვინ დაჭრა აღნიშუნლი მესამე პიროვნება. ასევე არის ძალიან ბევრი დეტალი, რომელზეც გამოძიება ვერანაირ ინფორმაციას ვერ გვაწვდის“.

გარდა ამისა, დაცვის მხარის ვარაუდით, საქმეში იმაზე მეტი დანა ფიგურირებს, ვიდრე გამოძიებას აქვს წარმოდგენილი. ადვოკატ ეკა მაჭარაშვილის თქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის ფაქტიც, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი და განსხვავებული ზომის ჭრილობები, ვიდრე ეს საქმეშია წარმოდგენილი:

„დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ იმაში, რომ დანაშაული მხოლოდ ამ ორ პირს არ ჩაუდენია. რეალურად იქ იყო იმაზე მეტი დანა, ვიდრე დღეს გამოძიებით არის დადგენილი“.

საქმეზე დაკითხულია დაახლოებით 120-მდე პირი, ასევე ჩატარებულია 20-მდე ექსპერტიზა, რომლის შედეგები წარდგენილია სასამართლოში. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეზე არაობიექტურად და არასრულყოფილად ჩატარდა გამოძიება, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას...
ზვიად ფხაკაძე

სხდომის დაწყების წინ ბრალდებულთა კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვახტანგ აბესაძემ, განაცხადა, რომ დაცვის მხარე ეჭვის ქვეშ აყენებს პროკურატურის მიერ მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას.

ადვოკატების პასუხად სახელმწიფო ბრალმდებელმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ პროკურატურამ აწარმოა კვალიფიციური გამოძიება:

„საქმეზე დაკითხულია დაახლოებით 120-მდე პირი, ასევე ჩატარებულია 20-მდე ექსპერტიზა, რომლის შედეგები წარდგენილია სასამართლოში. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეზე არაობიექტურად და არასრულყოფილად ჩატარდა გამოძიება, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ორ დეკემბერსსაავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG