20 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი კვინიკაძე. როგორ უნდა მოხდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია? რას გეგმავენ მათთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი? ამ საკითხებზე სტუმარს ნინო თარხნიშვილი ესაუბრება.