Accessibility links

ნინო ხითარიშვილი საჯარო მოხელეთა კონკურსზე


23 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ხითარიშვილი, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) პროექტების კოორდინატორი. მან ილაპარაკა საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსების პროცესზე. ISFED-ი ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ტესტირების და გასაუბრების პროცესს. ანგარიშის ავტორებმა მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები გააცნეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG