თემო ხატიაშვილი და ინა ინარიძე C ჰეპატიტის პროგრამებზე
28 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ინა ინარიძე, "მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის" წარმომადგენელი და თემო ხატიაშვილი, "პაციენტთა თემის" წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს C ჰეპატიტის პრობლემაზე, საქართველოში ამ დაავადებასთან გასამკლავებლად მიმდინარე პროგრამებზე. ინა ინარიძემ და თემო ხატიაშვილმა ილაპარაკეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობაზე, აგრეთვე იმ შემაფერხებელ ფაქტორებზე, რაც ხელს უშლის პროგრამაში ვირუსით ინფიცირებულების მაქსიმალურად ჩართვას. ამ თვალსაზრისით სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე. წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად არასამთავრობო ორგანიზაციები კამპანიით - „ცოტა C“ ეხმიანებიან სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ქუჩის აქციებიც - პროგრამით უკვე მოსარგებლე და კანდიდატი პაციენტები, ასევე მათი მხარდამჭერები გაავრცელებენ სპეციალურად შემუშავებულ საინფორმაციო მასალას, რომელიც სხვა პაციენტებს დაეხმარება პროგრამაში ჩართვას.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით