Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ალეკო ცქიტიშვილი


ალეკო ცქიტიშვილი

15 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" მონაწილეობა მიიღო ალეკო ცქიტიშვილმა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა. მან ილაპარაკა ცენტრისა და "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის" ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც ისინი მიესალმებიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ნაბიჯს და მოუწოდებენ მოსამართლეთა პალატას გზა მისცეს გამოძიების პროცესს. ალეკო ცქიტიშვილმა აღნიშნა აგრეთვე, რომ, თუკი მოსამართლეთა პალატა გადაწყვეტს გამოძიების დაწყებას, ეს იქნება პირველი გამოძიება, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩაატარებს აფრიკის კონტინენტს მიღმა.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG