Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: კორნელი კაკაჩია


22 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მან ილაპარაკა "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ბოლო გამოკვლევის შედეგებზე. ამჯერად "საზოგადოების განწყობა საქართველოში" ასახავდა მიმდინარე წლის 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოპოვებულ ინფორმაციას. სულ საქართველოს მასშტაბით 1881 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. კორნელი კაკაჩიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი გამოკვლევები განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ხედავენ - რა არის ამომრჩევლისთვის პრიორიტეტული. უმნიშვნელოვანეს საკითხთა ჩამონათვალში პირველი სამეული ასე გამოიყურება: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა. მე-10 ადგილზეა "რუსეთთან ურთიერთობა", მე-14-ზე - "ნატოში გაწევრიანება" და მე-16-ზე - "ევროკავშირში გაწევრიანება". თუმცა პოლიტოლოგმა აღნიშნა ისიც, რომ პოლიტიკური ელიტა ამომრჩევლის შეხედულებების გაუთვალისწინებლად განსაზღვრავს დღის წესრიგს. კორნელი კაკაჩიამ, NDI-ს გამოკვლევის შედეგების ფონზე, ილაპარაკა საარჩევნო წლის სპეციფიკაზეც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობა და ეძლევა საშუალება, აუდიტორიას წარუდგინოს თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG