Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიგანეში გაზრდილი ქალაქი და მშენებლობების ახალი ტალღა გარეუბნებში


ერეკლე ურუშაძე, ზურაბ ბაქრაძე
ერეკლე ურუშაძე, ზურაბ ბაქრაძე

მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას ე. წ. K 2 კოეფიციენტის გადაჭარბება აიკრძალა, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ბუმმა შესამჩნევად იკლო, თუმცა პროცესმა ნელ-ნელა გარეუბნებში გადაინაცვლა.

ახალი მაღალსართულიანი კორპუსების - და, მეტიც, ახალი უბნების - მშენებლობის შესახებ სარეკლამო ბანერებს არაერთ გარეუბანში ნახავთ. განსაკუთრებით სწრაფად აქამდე თავისუფალ ტერიტორიებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უბანში - გლდანში - ითვისებენ. სულ რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ უბანში აპროტესტებდა მოსახლეობა ბოლო გამწვანებული სკვერის ადგილას ახალი კორპუსის მშენებლობას. „სწორია არა ინვესტიციების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანა, არამედ მისი სწორად მიმართვა“, - გვითხრა ქალაქმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ, როდესაც ის სამოქალაქო აქტივისტ ერეკლე ურუშაძესთან ერთად სწორედ დედაქალაქის გარეუბნების განვითარების საკითხზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან მოვიწვიეთ. „ინვესტიციების სწორად მიმართვაში“ მან თბილისის „შენარჩუნებადი, ფაქიზი განახლება“ იგულისხმა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG