Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლის საუკეთესო მუსიკალური ალბომები


ფოტო: Shutterstock
ფოტო: Shutterstock

წლის ბოლოს უამრავი მუსიკალური ჟურნალი, საიტი, ბლოგი თუ ტელე ან რადიოგადაცემა - „როლინგ სტოუნი“, „პიჩფორკი“ თუ „ნიკოს პოდკასტი“- ერთ რამეზე შეთანხმდა: წლის ალბომი გახდა ამერიკელი რეპერის, კენდიკ ლამარის, To Pimp a Butterfly. ამ ნამუშევარს ბევრი რამ აქვს აღსანიშნავი: მუსიკალური სიღრმე, ტექნიკური შესრულება, გადაძახილები 70-იანი და 80-იანი წლების შავკანიათა მუსიკასთან, ჭკვიანური ტექსტი... მაგრამ, ამას გარდა, აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ალბომი იდეალურად ეხმიანება თანამედროვე პრობლემებს - რასობრივ საკითხებს ამერიკაში, უთანასწორობას, შავკანიანთა თვითგამორკვევის საკითხებს. ალბომი პოპულარული გახდა - გამოსვლის პირველ კვირასვე ის ყველაზე მეტჯერ მოისმინეს პოპულარულ სტრიმინგ საიტებზე. დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმაც - თითქმის ყველამ ამ ალბომს უმაღლესი შეფასება მისცა, მაგრამ, ამას გარდა, ის გახდა ერთგვარი სალაპარაკო თემა, კულტურული მოვლენა, რომლის განხილვასაც ინტერნეტში ასეულობით თუ ათასობით სტატია თუ ბლოგპოსტი.

რაც შეეხება ისეთ ნამუშევარს, რომელსაც ათასობით სტატია არ მოჰყოლია და უმეტესობისთვის მისმა გამოსვლამ შეუმჩნევლად ჩაიარა, მაგრამ მაინც შეიძლება, რომ წლის ინდი როკ ალბომად დავასახელოთ ... რადიო თვისუფლების პროგრამა „ნიკოს პოდკასტმა“ გამოკითხა მუსიკის რამდენიმე ექსპერტი, ასევე მუსიკის მოყვარული ქართველი მსმენელი და ერთი ასეთი ალბომი გამოავლინა - Majical Cloudz-ის Are You Alone? კანადური ჯგუფის ამ ნამუშევარს არც გაყიდვის რეკორდი დაუმყარებია და არც მსოფლიო სახელი მოუხვეჭია, მაგრამ საქართველოში მუსიკის ბევრმა დამფასებელმა სწორედ მასზე გაამახვილა ყურადღება.

რაც შეეხება წლის ქართულ ალბომს, აქაც, პოპულარობისა და სოციალური მედიის გაზიარებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჰიპ-ჰოპი ლიდერობდა. მართალია, ტრადიციული გაგებით, ალმობი არ არის, მაგრამ პროექტი „ჩემი ქალაქი“ შეიძლება მაინც ასეთად მივიჩნიოთ. ამ პროექტის ორგანიზატორებმა სხვადასხვ ქართველ რეპერს სთხოვეს დაეწერათ ტრეკი, ერთნაირი სათურით - „ჩემი ქალაი“. ნამუშვრები სხვადასხვა ხარისხისაა - ზოგი მეტად საინტერესოა, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ ესეც ამ პროექტის ერთგავრი ხიბლია. რამდენიმე კლიპსს ამ პროექტიდან იუტუბზე მილიონობით ნახვა აქვს.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG