საერთაშორისო ორგანიზაციამ Save the Children გამოაქვეყნა 2012 წლის ანგარიში, სახელწოდებით ”საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის”. 165 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველომ 42-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგების შედგენისას ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის: ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მშობელთა განათლება, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია და სხვ. გამოკვლევისა და ამ კრიტერიუმების მიხედვით საქართველოში არსებული ტენდენციების შესახებ საუბრობს ორგანიზაცია Save The Children-ის საქართველოს ოფისის პროგრამის მთავარი მენეჯერი ნათია დეისაძე. მას ინტერვიუ ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ნინო ხარაძემ ჩამოართვა.
-
ნინო ხარაძე
ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან.