Accessibility links

ნატოს წევრი თურქეთი რუსული სარაკეტო სისტემით იარაღდება


S-400

ანკარიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს გარიგებას, რომელიც რუსეთის წარმოების S-400 კლასის თანამედროვე საზენიტო-საჰაერო კომპლექსის შეძენას ითვალისწინებს. სახელმწიფო გაერთიანება „როსტეკის“ ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა, გაზეთ „კომერსანტს“ ამ გარიგების დეტალები გააცნო. მთლიანი ხელშეკრულების 45 პროცენტს თურქული მხარე წინასწარ იხდის, 25 პროცენტი რუსეთის კრედიტით დაიფარება. ჩემეზოვის თქმით, ორ-ნახევარ მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმება გულისხმობს S-400-ის ტიპის ოთხი ბატარეის მიწოდებას.

ნატოს წევრი თურქეთის მიერ რუსული შეიარაღების შეძენის სურვილმა შეაშფოთა დასავლეთის სამხედრო ალიანსი, რომლის შეიარაღებაში არ შეიძლება იყოს ინტეგრირებული რუსული წარმოების იარაღი.

ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ, თურქეთის შეირაღებული ძალები სარაკეტო კომპლექსს 2020 წლისათვის მიიღებენ. რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენის შესახებ საუბარი დაიწყო სექტემბერში, რუსეთში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის, ვიზიტის დროს.

რუსეთი და თურქეთი ერთმანეთის ოპონენტები არიან სირიის სამოქალაქო ომის საკითხში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა 2015 წელს რუსული გამანადგურებლის მიერ სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, თუმცა 2017 წელს პუტინმა და ერდოანმა სრულად აღადგინეს დიპლომატიური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

ნატოს წევრი თურქეთის მიერ რუსული შეიარაღების შეძენის სურვილმა შეაშფოთა დასავლეთის სამხედრო ალიანსი, რომლის შეიარაღებაში არ შეიძლება იყოს ინტეგრირებული რუსული წარმოების იარაღი. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, მოსკოვი S-400-ის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს ინდოეთთან და, შეიძლება, აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთთანაც.

S-400 ხმელეთი-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას, გავრცელებული ინფორმაციით, ერთდროულად 71 რაკეტის გაშვებით 36 სამიზნის განადგურება შეუძლია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG