Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ის გამოკვლევის მთავარი აქცენტები


16 იანვარს გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს, თუმცა ქვეყნის მიმართულებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაზრდილია: მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 39 %, მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ნდობის ნაკლებობის პრობლემა დემოკრატიის სხვა ასპექტებზეც ვრცელდება. მოსახლეობის 60 % ფიქრობს, რომ ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ, 51 % ამავე პრობლემას ხედავს ონლაინმედიაში, 43 % კი - ჟურნალ-გაზეთებში. მოსახლეობის უმეტესობა, 72 %, კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 64 % კი მიესალმება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. გასული წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ჩატარებულ გამოკითხვაში პირველად მოხვდა კითხვა, რომელიც ეხება რუსეთისა და აშშ-ის სამხედრო ძალებს. გამოკითხული მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, 36 პროცენტი კი პირიქით ფიქრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG