რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. მან ილაპარაკა "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის" ორგანიზებულ მედიააქციაზე სლოგანით "ჩვენ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას". ამ აქციის მიზანია პოლიტიკური წნეხისაგან მედიის გათავისუფლების მოთხოვნა. აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ პოლიტიკურ პროპაგანდას და ცენზურას ქართულ მედიაში.
-
ნიკო ნერგაძე
ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.