მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს პაატა ზაქარეიშვილი. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში დარწმუნებულია, რომ ამ დოკუმენტის მიმართ აფხაზური საზოგადოების ნაწილის მიერ გამოხატული „საპროტესტო ენერგია საქართველოს შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სინერგიად აქციოს.